LSD
LSD  (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი) ჰალუცინოგენია. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ლეგალურად აღარ გამოიყენება 1970 წლიდან და მზადდება არალეგალურ ლაბორატორიებში.
ჰალუცინოგენებს  შეიცავს ზოგიერთი მცენარე და შხამიანი სოკო. 
ჰალუცინოგენები იწვევს ჰალუცინაციებს – აღქმის მძიმე დარღვევას. ჰალუცინოგენების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი არარსებულს ხედავს, ისმენს და შეიგრძნობს, როგორც რეალურად არსებულს. 
სხვა ნარკოტიკებისაგან განსხვავებით, ჰალუცინოგენების ზემოქმედება ძალიან მრავალგვარი და არაპროგნოზირებადია – სხვადასხვა ადამიანზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად მოქმედებს. ამიტომ მათი მოხმარება განსაკუთრებით სახიფათოა.