ფსიქოტროპულები
ფსიქოტროპული მედიკამენტები
არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ თავის ტვინზე. ისინი ცვლიან ფსიქიკურ მდგომარეობას, გავლენას ახდენენ ფსიქიკურ ფუნქციებზე, ემოცებზე და ქცევაზე.
მათ ფსიქოტროპული მედიკამენტები ეწოდება.
ახალგაზრდების უმრავლესობის აზრით, ვინაიდან ფსიქოტროპული მედიკამენტები სამკურნალო საშუალებებია და აფთიაქში იყიდება, მათი მოხმარება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე არალეგალური ნარკოტიკებისა. მაგრამ, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ მათი მიღება ხდება მკურნალობის მიზნით და აუცილებლად ექიმის დანიშნულებით.
ყველა მედიკამენტს აქვს არასასურველი გვერდითი ეფექტები. როდესაც ექიმი ნიშნავს ამა თუ იმ პრეპარატს, ის ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, წონას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქვს თუ არა პაციენტს სხვა დაავადებები, იღებს თუ არა სხვა მედიკამენტებს და იწვევს თუ არა  მიჩვევას.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ექიმი იღებს გადაწყვეტილებას რომელი პრეპარატი დანიშნოს , რა დოზით და რა ხანგრძლივობით.
როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჭირდება ფსიქოტროპული პრეპარატები და იღებს მათ ექიმის დანიშნულებით, უმჯობესდება მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა. მაგრამ, როდესაც ადამიანს არ აქვს არანაირი სიმპტომები, არაფერი  აწუხებს  და  გასაბრუებლად იღებს ამა თუ იმ ფსიქოტროპულ პრეპარატს, ეს ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორც არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება.
არასამკურნალო მიზნით ფსიქოტრპული მედიკამენტების მიღება  სერიოზულ პრობლემებს უქმნის  ჯანმრთელობას  და ხშირია ზედოზირების შემთხვევები.  
განსაკუთრებით სარისკოა  ფსიქოტრპული მედიკამენტების მიღება  ალკოჰოლთან ერთად.
ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას