“ბემონის” შესახებ
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც არსებობს 1998 წლიდან და აქვს კერძო დეტოქსიკაციური კლინიკა. ორგანიზაციის მისია გამოხატულია მის  სახელწოდებაში - “ბემონი” სულხან-საბას “სიტყვის კონაში” განმარტებულია, როგორც უმაღლესი ხარისხი. უმაღლესი ხარისხის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და სამკურნალო სამსახურებით ორგანიზაცია ხელს უწყობს ჯანსაღი და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას. საზოგადოებრივ გაერთიანება “ბემონს” გააჩნია ყველა შესაძლებლობა და რესურსები იმისათვის, რომ იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ნარკოლოგიის სფეროში. ორგანიზაციაში მუშაობს 21 მაღალკვალიფიციური თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი.

საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი” მუშაობს ახალგაზრდობასთან, სკოლების პედაგოგებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ნარკოტიკების მოხმარების/აივ/შიდსის პრევენციის დასანერგად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად; ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის აივ/შიდსის და სგგის გავრცელების პრევენციისათვის შექმნილია სპეციფიკური სამსახური ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი” მუშაობს საზოგადოების მობილიზაციაზე ნარკომანიასა და აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად; ტექნიკურ დახმარებას უწევს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სათემო ჯგუფებს და მედიის წარმომადგენლებს. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებისათვის, თემის წარმომადგენლებისათვის და განმანათლებლებისათვის. “ბემონი” მონაწილეობს სახელმწიფო პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებაში და თანამშრომლობს როგორც საზოგადოებრივ, ისე სამთავრობო სტრუქტურებთან ნაკომანიის პრობლემების მოგვარების ეფექტური გზების შესამუშავებლად. “ბემონის” ინიციატივები და პროგრამები ეფუძნება მის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებს. ორგანიზაციის მუშაობის პერიოდში სხვადასხვა ტიპის სატელეფონო და პირისპირ კონსულტაცია გაეწია 16 000-ზე მეტ ადამიანს. დაახლოებით 2 000 ადამიანი მონაწილეობდა “ბემონის” მიერ სხვადასხვა თემებზე ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებში.
ამჟამად “ბემონში” მუშაობს 4 ცენტრი: ნარკომანიის პრევენციისა და კონსულტირების ცენტრი, ტრენინგისა და ინფორმაციის ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის ექსპერტ-ცენტრი და ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი თელავში.